ჩანაწერი
Laravel
Მეყვარებოდი შენ სულ სხვაგვარად
Ჩემს სულს სიჩუმე ეპარებოდა
Ეპარებოდა ღამეს სიბნელე,
Ზუსტად იმდენჯერ მეყვარებოდა
Წვიმის დროს ცაზე რამდენს იელვებს.
Მეყვარებოდი შენ სულ სხვაგვარად
Არვიცი ახლა ეს როგორ გითხრა,
Შემაწუხებდა ათასი ეჭვი
Შემაწუხებდა ათასი კითხვა.
Უკანასკნელი ყოფნის წუთები
Გონებას ძლიერ სევდად დასჩემდა,
Წახვედი ჩემგან, გადაიკარგე
Წახვედი და დროც თითქოს გაჩერდა.
Ახლა ვიხსენებ იმ ბოლო დღეებს
Რომლებიც შენთან ასოცირდება,
Და ვგრძნობ და ვხვდები და უკვე ვიცი
Რომ იმედები უკვე მცირდება.
Და უიმედო ღამეს ვათენებ
Შენზე ოცნება მშორდება თითქოს,
Ვწუხვარ მე შენთან რაც კი შევცოდე
Და სისულელე რაც კი რამ მითქვამს.
Მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი
Ასეთ დასასრულს და ასეთ ბოლოს,
Მაგრამ რას ვიზამთ, არაფერს ვიტყვი
Პატიებას გთხოვ მხოლოდდამხოლოდ.
Ეპარებოდა ღამეს სიბნელე,
Ზუსტად იმდენჯერ მეყვარებოდა
Წვიმის დროს ცაზე რამდენს იელვებს.
Მეყვარებოდი შენ სულ სხვაგვარად
Არვიცი ახლა ეს როგორ გითხრა,
Შემაწუხებდა ათასი ეჭვი
Შემაწუხებდა ათასი კითხვა.
Უკანასკნელი ყოფნის წუთები
Გონებას ძლიერ სევდად დასჩემდა,
Წახვედი ჩემგან, გადაიკარგე
Წახვედი და დროც თითქოს გაჩერდა.
Ახლა ვიხსენებ იმ ბოლო დღეებს
Რომლებიც შენთან ასოცირდება,
Და ვგრძნობ და ვხვდები და უკვე ვიცი
Რომ იმედები უკვე მცირდება.
Და უიმედო ღამეს ვათენებ
Შენზე ოცნება მშორდება თითქოს,
Ვწუხვარ მე შენთან რაც კი შევცოდე
Და სისულელე რაც კი რამ მითქვამს.
Მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი
Ასეთ დასასრულს და ასეთ ბოლოს,
Მაგრამ რას ვიზამთ, არაფერს ვიტყვი
Პატიებას გთხოვ მხოლოდდამხოლოდ.
Laravel
კომენტარი
0