ჩანაწერი
Laravel
Ყველა წავა
Ყველაფერი თითქოს როგორ ადვილია
Არაფერი ძნელი ვითომ აღარ არის,
Ყველა წავა, გვერდს ადვილად აგივლიან
Არ ადარდებთ თუ გნახავენ ძლიერ დაღლილს.
Არ ადარდებთ ახლა შენი სიმარტოვე
Არვინ არის დამნაშავე აქ შენს გარდა,
Მეც სულ ყველა უპრობლემოდ მივატოვე
Ყველა ვინც კი საკუთარ თავს აღარ გავდა.
Ირგვლივ ახლა ცარიელი კედლებია
Ერთი ორგან დამტვერილი სურათები,
Ირგვლივ ყველა როგორ ჩქარა ბერდებიან
Მე რატომღაც ამ ყველაფრით სულ არ ვფრთხები.
Ოთახები სევდიანი, გაძარცული
Უფრო მეტად ნაომარ ველს ემსგავსება,
Ასევეა გაძარცული ჩემი სულიც
Მე რატომღაც გულს მიღონებს ეს მსგავსება.
Ბოლოს როცა სამარის კარს მივადგები
Სად Სიმშვიდე სიმყუდროვე არ იქნება,
Მე სხვასავით მკვდრეთით ვერასდროს აღვსდგები
Უფალმა ხომ ჩემთვის ალბათ ეს ინება.
Არაფერი ძნელი ვითომ აღარ არის,
Ყველა წავა, გვერდს ადვილად აგივლიან
Არ ადარდებთ თუ გნახავენ ძლიერ დაღლილს.
Არ ადარდებთ ახლა შენი სიმარტოვე
Არვინ არის დამნაშავე აქ შენს გარდა,
Მეც სულ ყველა უპრობლემოდ მივატოვე
Ყველა ვინც კი საკუთარ თავს აღარ გავდა.
Ირგვლივ ახლა ცარიელი კედლებია
Ერთი ორგან დამტვერილი სურათები,
Ირგვლივ ყველა როგორ ჩქარა ბერდებიან
Მე რატომღაც ამ ყველაფრით სულ არ ვფრთხები.
Ოთახები სევდიანი, გაძარცული
Უფრო მეტად ნაომარ ველს ემსგავსება,
Ასევეა გაძარცული ჩემი სულიც
Მე რატომღაც გულს მიღონებს ეს მსგავსება.
Ბოლოს როცა სამარის კარს მივადგები
Სად Სიმშვიდე სიმყუდროვე არ იქნება,
Მე სხვასავით მკვდრეთით ვერასდროს აღვსდგები
Უფალმა ხომ ჩემთვის ალბათ ეს ინება.
Laravel
კომენტარი
0