შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჭიამაიებს ნუ დაუჯერებ

ომიაძე სოფი 6 წლის წინ
-ღრუბელთა ნაცრისფერ პენტაგონებს
მიწისკენ უბიძგებს ქართა რემა,
ვგონებ , ამინდი აირევა!
ვგონებ , ამინდი აირევა!

ჭიამაიას რას უჯერებ,
დაგაიმედებს და გაფრინდება,
ფიქრობ, სირცხვილით გაილევა,
როცა ამინდი აირევა?!

...ახლა შინ დარჩენილ ქოლგას ნატრობ
მეტი რა ჩარაა , სველ რტოების,
ეძებ საიმედო თავშესაფარს,
გმირი რომანტიულ ფოტოების.

მე კი გაფრთხილებდი ამ მზით ნაკოცნ
მწერებს როცა უხმოდ უჯერებდი,
შენ კი რაც გსურდა და რაც გეწადა
მხოლოდ იმ ამინდებს იჯერებდი.

...ახლა სველი ცაცხვის რტოების ქვეშ,
ვდგავარ და მაინც მზე მეჩვენება...
როგორც უცნაური ობელისკი,
როგორც მითიური მოჩვენება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →