შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სამრეკლოს თავზე

ობუჯელი 6 წლის წინ
სამრეკლოს თავზე ღუღუნებს მტრედი,
ტაძარში მღვდელი უკმევს მთავრობას,
უფალო, რისთვის ასეთი ბედი?
მზე ვერ გვინახავს მეცხრე თაობას.
მხრებში მოხრილი ოქრო-ვერცხლისგან,
გამობრძმედილი ცბიერი მზერით,
ტვინებს გვირეცხავს ამბიონიდან
"მესამე რომის" მეხოტბე გერი.
იგავს გვიყვება უპოვართ მადლზე,
- სულს რა განუტევთ ცხონდებით მყისვე...
თავად სამოთხე მოიწყო აქვე,
ეკლესიიდან განდევნა ქრისტე!
ღმერთო, მაღალო შენ თუ დაგვიხსნი,
უმთავრეს მტრისგან, ბნელი გონების,
და თუ აბჯარი ცოდნის ავისხით,
არასდროს, არვის დავემონებით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →