ჩანაწერი
Laravel
წლები მიდიან
წლები მიდიან და შენ კვალს ვერ გატყობენ,
უკვე მერამდენე შენი ივნისია...
ირგვლივ, ყველა ქალი ჭკნობას განიცდის და
შენ კი ყვავილობა ჯერ არ გიფიქრია.
ვიცი, გელოდება ბევრი საჩუქარი...
ვეღარ გაუძლებენ ჟამს,კლდეთა შემმუსვრელს.
მაგრამ სტრიქონები ჩემი ნაჩუქარი
აღარ გახუნდება,მზესაც რომ შეშურდეს!
სწორის მონატრებას, ათას ვერსს იქითურს,
გული აპროტესტებს, სევდას არ მპატიობს,
მინდა ჩაგიკრა და ისე მოგილოცო,
დღეს არ შემიძლია, უნდა მაპატიო...
16.06.2019
უკვე მერამდენე შენი ივნისია...
ირგვლივ, ყველა ქალი ჭკნობას განიცდის და
შენ კი ყვავილობა ჯერ არ გიფიქრია.
ვიცი, გელოდება ბევრი საჩუქარი...
ვეღარ გაუძლებენ ჟამს,კლდეთა შემმუსვრელს.
მაგრამ სტრიქონები ჩემი ნაჩუქარი
აღარ გახუნდება,მზესაც რომ შეშურდეს!
სწორის მონატრებას, ათას ვერსს იქითურს,
გული აპროტესტებს, სევდას არ მპატიობს,
მინდა ჩაგიკრა და ისე მოგილოცო,
დღეს არ შემიძლია, უნდა მაპატიო...
16.06.2019
Laravel
კომენტარი
0