ჩანაწერი
Laravel
ალუბლის რტო და შენ (რჩეული)
ეკვრები ალუბლის რტოს,
დაგყურებს ლაჟვარდი ცის,
ყვავილთა ფიფქები თოვს,
წვიმა კი ნელ-ნელა ცრის.
ალუბალს აჩნია შრე,
ჟამთასვლის აჩნია შრე
ისე, ვით შენს გულის ტოლს,
შორს სადღაც საეჭვოდ ჟღერს …
და ისე ძალიან გთხოვ,
ო, მთელი გულით გთხოვ,
ერიდეთ ავდრიან დარს,
ერიდეთ წვიმას და თოვლს
ალუბლის რტომ და შენ.
ნამისგან აგისხამ მძივს,
იებით მოგირთავ ტმებს.
ვბარბაცებ … მოვდივარ ძლივს,
მეც მათრობს ასეთი თვე.
ღრუბელო, აქედან შორს,
ელვაო, აქედან შორს,
გრიგალო, აქედან შორს.
თქვენ გესმით?
აქ ვდგავარ მე …
ამ მიწას, ბალანებს, ველს,
ეს ორნი მატებენ შნოს.
… ცახცახებს ალუბლის რტო,
მივიდე? …
რა ვუთხრა ხეს?
კანკალებს ალუბლის რტო,
გული ხომ არა მაქვს ქვის?
ორთავეს შემოგხვევთ ხელს.
იქროლოს, თუ სადმე ჰქრის,
იჟღეროს თუ სადმე ჟღერს …
თქვენ ჰეი, შიში გაქვთ რის?!
ალუბლის რტოსა და შენ.
დაგყურებს ლაჟვარდი ცის,
ყვავილთა ფიფქები თოვს,
წვიმა კი ნელ-ნელა ცრის.
ალუბალს აჩნია შრე,
ჟამთასვლის აჩნია შრე
ისე, ვით შენს გულის ტოლს,
შორს სადღაც საეჭვოდ ჟღერს …
და ისე ძალიან გთხოვ,
ო, მთელი გულით გთხოვ,
ერიდეთ ავდრიან დარს,
ერიდეთ წვიმას და თოვლს
ალუბლის რტომ და შენ.
ნამისგან აგისხამ მძივს,
იებით მოგირთავ ტმებს.
ვბარბაცებ … მოვდივარ ძლივს,
მეც მათრობს ასეთი თვე.
ღრუბელო, აქედან შორს,
ელვაო, აქედან შორს,
გრიგალო, აქედან შორს.
თქვენ გესმით?
აქ ვდგავარ მე …
ამ მიწას, ბალანებს, ველს,
ეს ორნი მატებენ შნოს.
… ცახცახებს ალუბლის რტო,
მივიდე? …
რა ვუთხრა ხეს?
კანკალებს ალუბლის რტო,
გული ხომ არა მაქვს ქვის?
ორთავეს შემოგხვევთ ხელს.
იქროლოს, თუ სადმე ჰქრის,
იჟღეროს თუ სადმე ჟღერს …
თქვენ ჰეი, შიში გაქვთ რის?!
ალუბლის რტოსა და შენ.
Laravel
კომენტარი
0