შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თოვლი

ნინია 6 წლის წინ
წინ მედგა შენი სახე და მუხლებს მკვეთდა...
დნებოდა თოვლი დღისით და ღამით ისევ დებდა,
როგორც გრძნობები ჩვენი ღამით, რომ ჩნდება
და დილით სურათის ერთ ნაწილად რჩება...
ის ღამეც თეთრად დაიტირა ზამთარმა მახსოვს,
მთვრალია ღამე? – არაფერი, რომ აღარ ახსოვს,
და იხვევს ფიფქებს და იხუტებს თავის ბნელ გულში...
მე ვდგევარ შენგან გამოგზავნილ ფანტელებს ვუცდი,–
თოვლის გუნდებად შენს ხელებში შეგროვებულებს,
ფორმა დაკარგულს ჩემს ფანჯრებზე დაკიდებულებს...
ხუნდება ღამე...
უცნაურია მიწამ, როგორ შეჭამა თოვლი,
არ შემიძლია ამ დასასრულს ვუყურო, ცოდვილს....

24/01/16
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →