შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ნუ ტირი

ნინია 6 წლის წინ
ნუ ტირი ჩემთვის, ასეთია ნება გამჩენის,
სამართლიანიც,
- თუ გეშინია რამის გამხელის,
ასე მთავრდება: უნაყოფოდ, მისგან შორს ყოფნით,
- რაც უარყავი განშორებით, ლოცვით და კოცნით,
უმოქმედობით, თავშეკავებით ანდა პირიქით,
რას ვერ გავუძლებთ?!
- ხომ გვტკივა და მაინც ვიცინით,
რას ვერ ავიტანთ, - ცრემლებამდე სასაცილოა,
იქნება შენთვის ახლაც, უკვე სახალისოა...))))
- და მაგრამ მაინც, ნუ ტირი ჩემთვის,
უცნაურია განგება ღმერთის....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →