შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ნაწვიმარ სიზმარს

სევდამ სიჩუმეს ხელი ჰკრა ხრამთან
ყვირილის ექო აყრუებს ხევებს.
დილის ნამები სისხლად გადმომდის
გაოცებული დავყურებ ხელებს.
საღაც მინდორში,გარდაცვლილ ხესთან, აცეკვებს ზეცა აპრილის ქარებს, ისევ ბუნდოვნად ვხედავ და მესმის ჩემკენ მომავალ მომღერალ ქალებს. რა უცნაური ხედია ყველგან, სხეულს მოედო სიმშვიდის ფერი, ჰოროზონტს მიღმა კვდებოდა ვიღაც და უნებლიედ დავადე ხელი. ხელი დავადე და გამეღვიძა, ნაწვიმარ სიზმარს ცრემლი ერია, სულ არ მადარდებს თუ კი მოვედი სიზმარი კიდევ,კიდევ ბევრია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →