შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვუყურებ საყდარს

ორფერა 9 თვის წინ
ვუყურებ საყდარს მთაზე რომ დგას დადუმებული,
რამდენი იცის და რამდენის მომსწრეა იგი.
ან ვინ ააგო, ვინ შეუყვა მიუვალ ბილიკს ,
ტანზე ბეგთარით და ხელებში ქვითა და კირით?

ვინ დაუტოვა ჩვენს სამშობლოს ეს სახსოვარი,
წარუშლელად და დაუვიწყარ წმინდა -
ხატებად,
ვინ აღაშენა ტანწერწეტა სვეტიცხოველი
- ან ვინ შეასხა ფრთა და ეშხი მათ
ქადაგებას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →