შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ხელები

მე მაინც შენი ხელები მიყვარს,
უკიდეგანოდ ცისკენ გაშლილი,
იქვე კი ჩრდილი, შენი ტანის ქვეშ
და ჩემკენ მზერის მთელი მანძილი.

მე მაინც მზიან პრერიებს ვეძებ,
შენი სუნთქვის რომ დაბერავს სიო,
მე შენი მზერის გარეშე ვერ ვძლებ
და ჰორიზონტი სულ არ გაწიო.

მე მაინც შენი ხელები მიყვარს,
რომანტიკოსის ფარული ეშხი…
მე ვიცი, ჩემგან მოელი კითხვას,
და, თუ რას, მოდი, და ესეც შენ თქვი…

შენ დაბნეული ფიქრით მიზიდავ,
ღიმილნარევი ცრემლის დაფარვა,
სახე კი მტირალ წმინდანს მიგიგავს,
ცისკენ რომ ცდილობს თვალით გაპარვას.

მე მაინც მზიან პრერიებს ვეძებ,
ოხ, ეს მანძილიც… იქნებ გამოტყდეს…
მე შენი მზერის გარეშე ვერ ვძლებ,
ძალიან რომ ჰგავს ჩემ წილ სამოთხეს.

მე მაინც შენი ხელები მიყვარს,
უკიდეგანოდ ცისკენ გაშლილი.

(ნინო პაპინაშვილი)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →