შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გ ა მ ო ს ა ლ მ ე ბ ა

გამოსალმება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს.
რადგან სათქმელი არ ჩამეტია შენი თვალების ჰორიზონტამდე,
ჰო, ამიტომაც, სწორედ, ა ღ ა რ ღ ი რ ს.

მე მახსოვს… სუნთქვა ჭირდა უშენოდ,
იყო დღეები ც ა შ ი ა ფ რ ე ნ ი თ,
და კიდევ უფრო რომ დავუმშვენო შენს ოთახს ღამით ჩემზე ფიქრები,
სწორედ ამიტომ ჩუმად გ ა ვ ქ რ ე ბ ი.

ხანდახან ზეცა სულ სხვას გპირდება, ვიდრე შენ, თავად, განაგებ ბ ე დ ს დ ა
შენს ნაბიჯებში ჩემს ტკივილებად ბუნდოვან ხსოვნას ვემშვიდობები
და რჩება სევდა,რომ მეც მ ო მ ბ ე ზ რ დ ა.

გამოსალმება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს !

(ნინო პაპინაშვილი)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →