შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ია

როცა ქამანდი გამოვდე გრძნობებს,
ცაში ფიქრები წვიმად მოვიდა,
ღრუბლის ქულები ისე დაწურა,
რომ ყურძნის მტევნებს ტანი ეტკინათ.
სული ეტკინათ ნაზამთრალ ფიქრებს,
ბარდნიდა ტყემლის ყვავილიც თეთრად
და გაზაფხულის ფერად ხალიჩას,
მზის სხივებვით ცრემლიც ეფინათ...
ფიქრის ღრუბელმა ახლაც იწვიმა
და გაზაფხულის ნორჩი ყვავილი
როგორც, სიცოცხლის პატარა ფოჩი
მზიან მინდორზე ფიქრად მოვიდა...
როცა ღრუბელმა მზეზე იტირა,
ლურჯთვალა იამ გამიღმილა...

10.04.2016.
ნინო ნაჭყებია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →