შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სუბსარქისი

გარეთ ისეთი ცივი ქარი დაძრწოდა გუშინ
რომ შიშველ ხეებს თეთრი პლედი წამოეხურათ,
მშიერ ბეღურებს დასდგომოდათ ყალყზე ბუმბული
და ცივ ფანჯრებში ღამეს კლავდა გრძნეული მთვარე...

შეშლილ ქუჩაში ქარს ებრძოდა ვიღაც ეული,
დაკოჟრილ ხელზე ჯაფის კვალი კვლავ ეტყობოდა,
მაგრამ ცხოვრებას დაემსხვრია მისი მორალი
და მოწყალების მომლოდინეს ხელი ეწვოდა.

გადაეღეღა ღამის თბილისს ჭრელი საკინძე
და მის გულმკერდზე სუბსარქისი დაბატონობდა,
თებერვლის დღეებს შეპარვოდათ მზიანი სუსხი,
ქარი ქალივით ბობოქარი ყველას ერჩოდა...

22.02.2016
ნინო ნაჭყებია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →