შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზმანება

გაფრინდნენ ცივი, მოქუფრული, ურჩი დღეები
მზის სხივებს ველი, მეზმანება მისი ხელები,
კორიანტელი ცად აყრილი ურცხვი ფერების
იმედს სახავენ, ქარს ატანენ ტკივილს ვედრებით.
ვინ იცის იქნებ ქარმა იცის სულის ფერები,
ვინ იცის იქნებ ამიტომაც ბღავის ვედრებით,
თითქოს გვესტუმრა გაზაფხულიც ნაზი ფერებით,
და სიყმაწვილეს ვეფერები გულის ხელებით...
ვინ იცის იქნებ მეზმანება ქარი ამ ღამით,
დედიშობილა გაზაფხულიც თავის ამქარით.

31.03. 2016 .
ნინო ნაჭყებია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →