შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მარინა დაიაურს

ღრუბლებს თუ მოსწყდა შენი კოშკი -
ბროლის შანდლებით,
კი არ დავდივარ,
აქ მეც თითქოს ზღაპრის ქალი ვარ,
ელავს და ვფიქრობ, ზეცა დაწვეს ცხელი შანთებით,
- მზე პირს იბანსო, ისე მშვიდად ამბობ, მარინა...

რომ სველ ყვავილებს ავაყოლო უნდა კვლავ სუნთქვა,
ისე ავუყვე ციცაბოებს წმინდა ტაძრისკენ,
რა იქნებოდა დაგვხვედროდა შინ შენი მურღვა -
მეციხოვნედ რომ შესდგომია კაცი მთა - ციხეს...

ღრუბლებს თუ მოსწყდა ბროლის კოშკი - სავსე ბეღელი,
ღვინო და პური, გუდის ყველი და ქვის მაგიდა...
არდოტის წვიმას გამახსენებს შენი სახელი...
მზე პირს იბანსო, რომ ამბობდი, მშვიდად, მარინა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →