ჩანაწერი
Laravel
ზ ა რ ი
ზეცას აეკრა ღრუბლის ნაქსოვი
თვალჩაშლილი, -
მზერანაკლული მომაკვდავის უტყვი სიბაცე,
ოქროს დალალი დააფინა
ბაჯაღლოსფერ ზეწარზე მზემ და
ცხრა თოთო სხივი,
სულიწმინდის ცხრავე ნაყოფი
დამთქნარებით იმშობიარა.
ცხრაჯერ ჩამოჰკრა დედო - ზარი განგების ხელმა,
ყველა სხივმა ჩემი გულის აორტა კვება,
ყველამ მაცოცხლა,
იცოცხლა და მოკვდა ჩემშივე.
პირველი ზარი დაირეკა
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ა!
- მიყვარდა ძლიერ!
დაცემამდე, ამაღლებამდე.
მიყვარდა გულით, ფიქრით, რწმენით,
მიყვარდა უღვთოდ,
მიყვარდა ღმერთით…
მაგრამ ისე, რომ არასდროს მიღალატია!
მეორე ზარი დაირეკა
ს ი ხ ა რ უ ლ ი ს ა!
მე მიხაროდა სიხარული სხვათა და სხვათა,
ვხარობდი მუდამ, ბედნიერს რომ ვხედავდი მოყვასს.
სიხარულები დავარიგე პეშვით და უბით,
პატარ - პატარა, რაც შევძელი,
წრფელი და სუფთა,
წყაროსავით ანკარა გულით.
მესამე ზარი დაირეკა
მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა!
მე რა შემეძლო? -
ჩემი მუცლის მსუყე ნობათი -
როგორ აბრამმა - ისააკი -
უფალს, ზვარაკად,
ძღვნად მივგვარე დედა - სამშობლოს!
მეოთხე ზარი დაირეკა
ს უ ლ გ რ ძ ე ლ ო ბ ი ს ა!
და მეც სულგრძელად მივუტევე
მოყვარე - მტერს და მტერსაც - მახვილით.
მივუტევე და მეც ვითხოვე შენდობა ცოდვის,
მივუტევე და მიუტევეს მტრებმა თავის მტრებს.
მეხუთე ზარი დაირეკა
ს ი ტ კ ბ ო ე ბ ი ს ა!
მე მხოლოდ მწარე ნექტარიდან ვიგემე სიტკბო,
ტკბილი რა იყო, ამ ჟამამდის არ გამესინჯა,
დავიტკბე ფიქრი და ვიზოგებ,
ჩაის ვსვამ ფიქრით.
მეექვსე ზარი დაირეკა
ს ი კ ე თ ი ს ა!
გავეცი ყველა, რაც მებადა, ბოლო გროშამდე,
გავეცი სავსედ, ხელგაშლილად, როგორც შევძელი,
გავეცი, ვიდრე მოითხოვდნენ, ვიდრე მეტყოდნენ…
და დავინახე, მათაც რომ გასცეს.
მეშვიდე ზარი დაირეკა
ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ი ს!
თვალი დავხუჭე და გოლგოთის სიმძიმე ვიგრძენ.
ვეწამე, ვევნე, დავეცი და აღვსდექი ბოლოს.
ვიწამე მცნებით, შევიმეცნე უფალი ჩემი…
და ღმერთის სიტყვა მივიტანე სხვათა გულებთან.
მერვე ზარი დაირეკა
მ ყ უ დ რ ო ე ბ ი ს ა!
მე დავეყუდე ბიბლიური კედრების ჩრდილქვეშ,
მყუდრო სავანეს შევამსხვრიე ჩემი ვნებები,
მახურავს ზეცა, მზენაკლული,
ცისფერ შარფივით,
მე ველოდები მეცხრე ნაყოფს სულიწმინდისგან,
მეცხრე ნაყოფს, სულისსაკვებად,
მეცხრე ზარის ხმას,
ნაბოლარას მზის შვილებიდან,
რომ
მ ო თ მ ი ნ ე ბ ი თ
ავიარო ბოლო აღმართი.
თვალჩაშლილი, -
მზერანაკლული მომაკვდავის უტყვი სიბაცე,
ოქროს დალალი დააფინა
ბაჯაღლოსფერ ზეწარზე მზემ და
ცხრა თოთო სხივი,
სულიწმინდის ცხრავე ნაყოფი
დამთქნარებით იმშობიარა.
ცხრაჯერ ჩამოჰკრა დედო - ზარი განგების ხელმა,
ყველა სხივმა ჩემი გულის აორტა კვება,
ყველამ მაცოცხლა,
იცოცხლა და მოკვდა ჩემშივე.
პირველი ზარი დაირეკა
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ა!
- მიყვარდა ძლიერ!
დაცემამდე, ამაღლებამდე.
მიყვარდა გულით, ფიქრით, რწმენით,
მიყვარდა უღვთოდ,
მიყვარდა ღმერთით…
მაგრამ ისე, რომ არასდროს მიღალატია!
მეორე ზარი დაირეკა
ს ი ხ ა რ უ ლ ი ს ა!
მე მიხაროდა სიხარული სხვათა და სხვათა,
ვხარობდი მუდამ, ბედნიერს რომ ვხედავდი მოყვასს.
სიხარულები დავარიგე პეშვით და უბით,
პატარ - პატარა, რაც შევძელი,
წრფელი და სუფთა,
წყაროსავით ანკარა გულით.
მესამე ზარი დაირეკა
მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა!
მე რა შემეძლო? -
ჩემი მუცლის მსუყე ნობათი -
როგორ აბრამმა - ისააკი -
უფალს, ზვარაკად,
ძღვნად მივგვარე დედა - სამშობლოს!
მეოთხე ზარი დაირეკა
ს უ ლ გ რ ძ ე ლ ო ბ ი ს ა!
და მეც სულგრძელად მივუტევე
მოყვარე - მტერს და მტერსაც - მახვილით.
მივუტევე და მეც ვითხოვე შენდობა ცოდვის,
მივუტევე და მიუტევეს მტრებმა თავის მტრებს.
მეხუთე ზარი დაირეკა
ს ი ტ კ ბ ო ე ბ ი ს ა!
მე მხოლოდ მწარე ნექტარიდან ვიგემე სიტკბო,
ტკბილი რა იყო, ამ ჟამამდის არ გამესინჯა,
დავიტკბე ფიქრი და ვიზოგებ,
ჩაის ვსვამ ფიქრით.
მეექვსე ზარი დაირეკა
ს ი კ ე თ ი ს ა!
გავეცი ყველა, რაც მებადა, ბოლო გროშამდე,
გავეცი სავსედ, ხელგაშლილად, როგორც შევძელი,
გავეცი, ვიდრე მოითხოვდნენ, ვიდრე მეტყოდნენ…
და დავინახე, მათაც რომ გასცეს.
მეშვიდე ზარი დაირეკა
ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ი ს!
თვალი დავხუჭე და გოლგოთის სიმძიმე ვიგრძენ.
ვეწამე, ვევნე, დავეცი და აღვსდექი ბოლოს.
ვიწამე მცნებით, შევიმეცნე უფალი ჩემი…
და ღმერთის სიტყვა მივიტანე სხვათა გულებთან.
მერვე ზარი დაირეკა
მ ყ უ დ რ ო ე ბ ი ს ა!
მე დავეყუდე ბიბლიური კედრების ჩრდილქვეშ,
მყუდრო სავანეს შევამსხვრიე ჩემი ვნებები,
მახურავს ზეცა, მზენაკლული,
ცისფერ შარფივით,
მე ველოდები მეცხრე ნაყოფს სულიწმინდისგან,
მეცხრე ნაყოფს, სულისსაკვებად,
მეცხრე ზარის ხმას,
ნაბოლარას მზის შვილებიდან,
რომ
მ ო თ მ ი ნ ე ბ ი თ
ავიარო ბოლო აღმართი.
Laravel
კომენტარი
0