შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჯარისქალები

ჯარისქალები არ ტოვებენ წუთითაც სახლებს
და მაშინაც კი, მწკრივში მწყობრი ნაბიჯით სვლისას
ზუსტად იციან, რომ ისინი ჯაჭვს ქმნიან ურყევს,
ჯაჭვს ქმნიან უწყვეტს,
მშვიდობისას,
სიყვარულისას,
რომ ნაბიჯების არევაზე მნიშვნელოვანი
არის არევა, ტყვიების, ცაზე,
ფიქრებით მაინც სახლში არიან...
ტკბებიან აზრის გაელვებით,
დილაღამიან
მოზელილ ცომში ჩატოვებულ ხელების სითბოს,
ღვეზელადქცეულს, როგორ ატანს ჩაისთან შვილი...
ტკბებიან აზრის გაელვებით,
შუაღამისას
გახამებული პერანგების უთოობისას
თეთრ საყელოზე შემორჩენილ
თითების სურნელს
როგორ ირგებს მონატრებულ სხეულზე ქმარი.
ტკბებიან ფიქრის გაელვებით,
ბავშვის ოთახში მიმოყრილ ნივთებს
თუ აიღებ და შუქზე გახედავ,
როგორც ზღვაზე, წყლის სიღრმეში ნაპოვნ ფერად ქვას,
ძვირფას ფერთა გამას გაგიშლის...
ეს ფერწერაა, იდუმალი,
და მას მხოლოდ დედის თვალისშევლება ხატავს.
ჯარისქალები ცხოვრობენ ფიქრით!
ჯარისქალები ცხოვრობენ ფიქრით!
ჯარისქალები ცხოვრობენ ფიქრით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →