შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენში გაზაფხული

ქარმა და გიჟმაჟმა ამინდებმა
უნდა მომიყვანონ გაზაფხული,
გული მერცხალივით მოფრთხიალე
მკერდს ათი ზეცით ამიცილონ,
და სადღაც თოვლ - ტალახს ამოკრული
ვარდისფრად ალანძული ენძელები
ამოსხან, ამოაკისკისონ,
ამოსხან, ამოაგზისპირონ.

მზე შორეთს მოგზაურად დაკარგული
ორთავე თვალის ჩინად დამიბრუნონ,
რომ მერე ჩემებურად ამოვქსოვო
მიწის სურნელი და მზის ნართი...
რომ მითხრას დედამიწამ, უყვარხარო...
რომ მითხრას ამ სამყარომ - ჰყავხარო...
მეც რომ დავუხარო მშვიდად თავი,
მეც რომ შენსწორობა ვახარო.

რაღა დროს სიმორცხვე და სიზმრებია
ანდა რა იწილო და ბიწილო,
ქარია, მეც ქარით ვიხილები,
ქარია, მეც ქარით ვღვიძილობ.
ოღონდ შენში იყოს გაზაფხული,
ოღონდ გხედავდე და გისმინო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →