შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ადამიანებს ართობთ ლაპარაკი

ადამიანებს ართობთ ლაპარაკი,
მე აღარაფერი მართობს..
იაფასიანი ცელოფანივითაა
სამყარო..
შენ თქვი-
ღამეს არ უნდა აფრთხობდეს ხმაურიო,
მომწონს შესაფუთი,რომელსაც მრგვალი,
პატარა,გასახეთქი ბუშტები აქვს..
მე კიდევ მიყვარს თუ როგორ
ყეფენ ძაღლები ღამით.
ჩემი ხელები ჭუჭყიანია..
მეგონა..ჭიდან საბოლოოდ ის,
საშიში არსებები
ამოვიდოდნენ,
რომლებიც თურმე ციცინათელები ყოფილან..
ახლა ვიგრძენი თითის სიშიშვლე..
არ ვიმჩნევ ამინდს,
ადამიანებს ართობთ ლაპარაკი,
მე აღარაფერი მართობს..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →