ჩანაწერი
Laravel
სასწაულს ჰგავდა შენთან შეხვედრა
სულს წვეთებივით სწყდება ლექსები,
სული ყინულის წააგავს ლოლოს,
შენთვის პირველი თუ არ ვიქნები,
არა, არასდროს ვიქნები ბოლო...
მე მთელი ღამე ვუცდიდი მოსვლას
თოვლის პირველის და არა ბოლოს,
ტანთ მოლოდინის სიმშვიდე მეცვა,
შენ და პირველ თოვლს გელოდით მხოლოდ.
სულს წვეთებივით სწყდება ლექსები,
რომლებიც შენზე დარდობენ ახლაც,
სასწაულს ჰგავდა შენთან შეხვედრა,
მწუხრს მიაგავდა ჩემიდან წასვლა...
სულს ცრემლებივით სცვივა ლექსები,
სევდის აკორდი გულში ბინადრობს,
ნუთუ არასდროს არ დამეხსნები,
ჩვევად მქცევია, სულ შენ გინატრო!
21 ნოემბერი 2017
სული ყინულის წააგავს ლოლოს,
შენთვის პირველი თუ არ ვიქნები,
არა, არასდროს ვიქნები ბოლო...
მე მთელი ღამე ვუცდიდი მოსვლას
თოვლის პირველის და არა ბოლოს,
ტანთ მოლოდინის სიმშვიდე მეცვა,
შენ და პირველ თოვლს გელოდით მხოლოდ.
სულს წვეთებივით სწყდება ლექსები,
რომლებიც შენზე დარდობენ ახლაც,
სასწაულს ჰგავდა შენთან შეხვედრა,
მწუხრს მიაგავდა ჩემიდან წასვლა...
სულს ცრემლებივით სცვივა ლექსები,
სევდის აკორდი გულში ბინადრობს,
ნუთუ არასდროს არ დამეხსნები,
ჩვევად მქცევია, სულ შენ გინატრო!
21 ნოემბერი 2017
Laravel
კომენტარი
0