ჩანაწერი
Laravel
გუგული (ამერიკაში გუგულს დილის მგლოვიარე ფრინველს ეძახიან)
გუგული დილის მგლოვიარე
ყოფილა ჩიტი,
რატომ და რისთვის, რა ატირებს
არავინ იცის.
იქნებ დარდი ჰკლავს სხვის უბეში
გაზრდილი შვილის,
იქნებ აწუხებს... რა აწუხებს,
რისი ჰკლავს ფიქრი?..
გუგული თურმე მგლოვიარე
ყოფილა ჩიტი.
ემიგრანტ დედას მომაგონებს
რატომღაც იგი...
ყოფილა ჩიტი,
რატომ და რისთვის, რა ატირებს
არავინ იცის.
იქნებ დარდი ჰკლავს სხვის უბეში
გაზრდილი შვილის,
იქნებ აწუხებს... რა აწუხებს,
რისი ჰკლავს ფიქრი?..
გუგული თურმე მგლოვიარე
ყოფილა ჩიტი.
ემიგრანტ დედას მომაგონებს
რატომღაც იგი...
Laravel
კომენტარი
0