ჩანაწერი
Laravel
წვიმა და პაემანი
პაემანზე შემოგვისწრო წვიმამ,
ჩვენს სიყვარულს აეფაკლა ღაწვი,
გაოცებით აფახულებს თვალებს
ეს ალვის ხე – ტანმაღალი ბავშვი...
იმ ჩიორებს არ აშინებთ წვიმა,
გულმოდგინედ ჭორაობენ ჩვენზე,
– ხვალ მე ამ დროს ამ ადგილას მოვალ!
– მეც აქ მოვალ, მოვალ, თუკი შევძლებ!
პაემანზე შემოგვისწრო წვიმამ,
წვიმამ დაგვდო სიყვარულში ბრალი,
თანაგრძნობით შემოგვცქერის დამფრთხალთ,
გალუმპული მწიფე ალუბალი...
28 აგვისტო 2017
ჩვენს სიყვარულს აეფაკლა ღაწვი,
გაოცებით აფახულებს თვალებს
ეს ალვის ხე – ტანმაღალი ბავშვი...
იმ ჩიორებს არ აშინებთ წვიმა,
გულმოდგინედ ჭორაობენ ჩვენზე,
– ხვალ მე ამ დროს ამ ადგილას მოვალ!
– მეც აქ მოვალ, მოვალ, თუკი შევძლებ!
პაემანზე შემოგვისწრო წვიმამ,
წვიმამ დაგვდო სიყვარულში ბრალი,
თანაგრძნობით შემოგვცქერის დამფრთხალთ,
გალუმპული მწიფე ალუბალი...
28 აგვისტო 2017
Laravel
კომენტარი
0