შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ემიგრანტი დედის მილოცვა (გიორგის)

ჩემო სიცოცხლევ და ჩემო აღმაფრენავ,
ჩემო სანატრელო შვილო,
დღეს რომ მისხივოსნებს, – შენი ღიმილია,
არ სთქვა, – უჩემობა გიჯობს...

მინდა მოგილოცო, გზები დაგილოცო,
ლოცვით დაგიმშვენო სუფრა,
მინდა, კიდევ ერთხელ დედურ მოკრძალებით,
დედა გენაცვალოს! – გითხრა...

უკვე მერამდენედ შორიდან გიკურთხო,
უდედოდ ჩავლილი წლები,
მინდა მოგეფერო, ჩემო დიდო კაცო,
გზები გაგინათო რწმენით!

ჩემო სიცოცხლევ და ჩემო აღმაფრენავ,
ჩემო საამაყო შვილო,
დღეს რომ მისხივოსნებს შენი ღიმილია,
არ სთქვა, – უჩემობა გიჯობს!

11 თებერვალი 2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →