შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დედა!

მე გიყიდი ყვავილების კაბას,
რადგან მუდამ სულ შავებში გხედავ,
ერთხელ მაინც ამიხდინე ნატვრა
და ჩაიცვი, საყვარელო დედა!

ცხოვრებაში უტეხსა და მედგარს,
უამრავი ქარბორბალას მომრევს,
რად გაშინებს ჭრელი კაბა, დედა,
რად გაურბი სიხარულის მორევს.

ჩემს ბავშვობას, – მხიარულს და მზიანს,
თალხი კაბა ადარდებდა, დედა,
მინდოდა, რომ ჩუმად მომეპარა,
შემეღება ცისარტყელას ფერად!

მე ჩაგაცმევ ყვავილიან კაბას,
რომ გხედავდე მხიარულს და ლამაზს!

19 თებერვალი 2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →