ჩანაწერი
Laravel
ემიგრანტის ნატვრა
თონის პურის სურნელება დამათრობდეს,
წითელ მაჭარს მთავაზობდეს ქვევრი,
ქვეყნად უფლის სამართალი ბალახობდეს,
მეცვას კაბა, – სიყვარულის ფერი...
მყვირალობას ირმის ჯოგი ნავარდობდეს,
მეგობარი მყავდეს პირში მთქმელი
და სიკეთე პატარებთან თამაშობდეს,
გამოწვდილი მქონდეს ნდობის ხელი.
რუსთაველის სიბრძნე ფხიზლად მდარაჯობდეს,
ჭიხვინებდეს სოფლად ლურჯა ცხენი,
მამა – პაპის შეგონება სულ მახსოვდეს,
მარცხდებოდეს საქართველოს მტერი!
თონის პურის სურნელება დამათრობდეს,
დედის ტკბილი იავნანის ხმები,
ჩიტუნების ცქერა ცაში სულს ათბობდეს,
მეცვას კაბა, – ყვავილების ფერი!
6 აპრილი 2013
წითელ მაჭარს მთავაზობდეს ქვევრი,
ქვეყნად უფლის სამართალი ბალახობდეს,
მეცვას კაბა, – სიყვარულის ფერი...
მყვირალობას ირმის ჯოგი ნავარდობდეს,
მეგობარი მყავდეს პირში მთქმელი
და სიკეთე პატარებთან თამაშობდეს,
გამოწვდილი მქონდეს ნდობის ხელი.
რუსთაველის სიბრძნე ფხიზლად მდარაჯობდეს,
ჭიხვინებდეს სოფლად ლურჯა ცხენი,
მამა – პაპის შეგონება სულ მახსოვდეს,
მარცხდებოდეს საქართველოს მტერი!
თონის პურის სურნელება დამათრობდეს,
დედის ტკბილი იავნანის ხმები,
ჩიტუნების ცქერა ცაში სულს ათბობდეს,
მეცვას კაბა, – ყვავილების ფერი!
6 აპრილი 2013
Laravel
კომენტარი
0