შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენთვის დაწერილი ლექსი

დღეს შენი დღეა, იდღეგრძელე და იმზეგრძელე,
თურმე რამდენი დაგრჩენია კიდევ სათქმელი,
გამხიარულდი, მეგობრები მოვსულვართ შენთან,
რადგან ცხოვრებამ კვლავ აგინთო ერთი სანთელი.

გვიყვარხარ, ყველას გვიხარია შენი დანახვა,
ამ ბედნიერ დღეს ბედნიერი დაბადებულხარ,
ო, არ გაბედო სათუთ გულში სევდის დამალვა,
იმედის შუქით, რწმენის მადლით ამაღლებულხარ!

დღეს შენი დღეა, იდღეგრძელე და იმზეგრძელე,
შენთან მოვსულვართ მეგობრები, ნახე, რამდენი...
გვსურს მოგილოცოთ და ცხოვრება გაგილამაზოთ,
დაბადების დღეს, ჩვენც აგინთოთ ერთი სანთელი!

10 ოქტომბერი 2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →