ჩანაწერი
Laravel
შენი ქორწილის საღამოს...
შენი ქორწილის საღამოს,
მოულოდნელად გაწვიმდა,
დედამიწაზე ყვავილი,
ცაში ღრუბელი ატირდა.
ნიავმა მიეთ – მოეთით
მიჰყარ – მოჰყარა ჭორები,
პირველად, ჩემს სიცოცხლეში,
მე უკვე აღარ გელოდი...
ფერი იცვალა სამყარომ,
ღიმილი გაჰქრა სახიდან,
ბედნიერების ვარსკვლავი
ჩაჰქრა, უჩუმრად წავიდა.
შენი ქორწილის საღამოს,
ფერი გახუნდა ფერადი,
იმედი სადღაც გაფრინდა,
გზები – სავალი შენამდის.
შენი ქორწილის საღამოს,
მთაში ირემი აყვირდა,
და გრძნობა ობლად შთენილი,
გულში უსიტყვოდ ატირდა!
29 დეკემბერი 2016
მოულოდნელად გაწვიმდა,
დედამიწაზე ყვავილი,
ცაში ღრუბელი ატირდა.
ნიავმა მიეთ – მოეთით
მიჰყარ – მოჰყარა ჭორები,
პირველად, ჩემს სიცოცხლეში,
მე უკვე აღარ გელოდი...
ფერი იცვალა სამყარომ,
ღიმილი გაჰქრა სახიდან,
ბედნიერების ვარსკვლავი
ჩაჰქრა, უჩუმრად წავიდა.
შენი ქორწილის საღამოს,
ფერი გახუნდა ფერადი,
იმედი სადღაც გაფრინდა,
გზები – სავალი შენამდის.
შენი ქორწილის საღამოს,
მთაში ირემი აყვირდა,
და გრძნობა ობლად შთენილი,
გულში უსიტყვოდ ატირდა!
29 დეკემბერი 2016
Laravel
კომენტარი
0