შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ემიგრანტი დედების შვილებს

უდედოდ გაზრდილო შვილებო,
სათუთად ნატარებნო გულით,
თქვენი მონატრება გვაცოცხლებს,
ფიქრით არ გშორდებით წუთით.

გვამხნევებს მომავლის იმედი,
ტანში გვცრის შეხვედრის წუთი,
ვინ იცის, ამ ქვეყნად უთქმელი
რამდენი სიტყვაა გულში.

უდედოდ გაზრდილო შვილებო,
თქვენ გენაცვალოთ დედა,
თქვენს თვალებს, – ღიმილით აღსავსეს,
ყოველ წუთს ფიქრებში ვხედავთ.

დედა გენაცვალოთ, ლამაზნო,
ამაყნო, ძლიერნო სულით,
შორიდან იავნანას გიმღერით,
ფრთხილად დაგატარებთ გულით.

5 დეკემბერი 2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →