ჩანაწერი
Laravel
ფანტელებმა მომიქარგეს თმები
ფანტელებმა მომიქარგეს თმები,
შენ კი ფიქრობ, გამპარვიან წლები,
სიყვარულის კვლავ ჩამესმის ხმები,
არ გეგონოს ყურძნის ცრემლით ვთვრები.
მიყვარხარო, თუ წამოსცდა ნიავს,
გულის კარებს დავუტოვებ ღიად,
ტრფობა ისევ ძველებურად შემშლის,
გამახარებს კვლავ ჭიკჭიკი მერცხლის!
ფანტელებმა მომიქარგეს თმები,
შენ კი ფიქრობ, გაფრენილან წლები!...
22 დეკემბერი 2012
შენ კი ფიქრობ, გამპარვიან წლები,
სიყვარულის კვლავ ჩამესმის ხმები,
არ გეგონოს ყურძნის ცრემლით ვთვრები.
მიყვარხარო, თუ წამოსცდა ნიავს,
გულის კარებს დავუტოვებ ღიად,
ტრფობა ისევ ძველებურად შემშლის,
გამახარებს კვლავ ჭიკჭიკი მერცხლის!
ფანტელებმა მომიქარგეს თმები,
შენ კი ფიქრობ, გაფრენილან წლები!...
22 დეკემბერი 2012
Laravel
კომენტარი
0