შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აწყვეტილი ღილები

მოლოდინად ქცეულა,
ეს ლამაზი მთა – ველი,
ითვლის... ითვლის რამდენი
დარჩენილა ქართველი.

ცხრა მთას იქით წასულან,
მისი კოხტა შვილები,
მონატრებულ სამშობლოს
აწყვეტილი ღილები.

სევდიანი ღიმილით,
სხვაგან სთესენ სიკეთეს,
ზოგიც გულდაწყვეტილი
ბუდეს იქვე იკეთებს...

როდის დაბრუნდებიან,
დარდობს დედა – მშობელი,
საყვარელი შვილების
სევდიანი მხმობელი.

გესმით? – ჩვენ გვეძახიან,
გესმით? – მამულს ვჭირდებით,
– ისმის გადაძახილი
აწყვეტილი ღილების.

მოლოდინად ქცეულა,
ეს ლამაზი მთა – ველი,
ითვლის... ითვლის რამდენი
დარჩენილა ქართველი.

7 აპრილი 2013
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →