შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენი ცრემლი მღეროდა

ჩემს ფანჯრის წინ ლურჯი წვიმა
ნეტავ რაზე მღეროდა,
ქვეყნად არვინ იცოდა, რომ
გული შენ ერთს გელოდა.

თვალი შენ ერთს დაგეძებდა,
გრძნობა შენზე ჰყვებოდა,
წლებიც კუნტრუშ – კუნტრუშით
ერთმანეთს მიჰყვებოდა.

ჩემს ფანჯრის წინ წვიმა არა,
შენი ცრემლი მღეროდა,
ამ ლამაზი სიყვარულის
დაკარგვის არ სჯეროდა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →