შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის თილისმა

შემოდგომას თეთრი ყვავილები ამშვენებს,
როცა ქარი გაიტაცებს ფოთლებს, – მზისგან ნაფერებს!

როს ქალ – ვაჟის სიყვარული მაჭარივით დუღდება,
ხოლო ხეებს მელირება ქალებივით უხდებათ...

შემოდგომა – თვალწარმტაცი პატარძლების ფრიალი,
შავ ჩოხაში გამოწყობილ ჭაბუკების ტრფიალი...

თეთრ ყვავილთა ზეიმი და სურნელება ხილისა,
ქვეყნად ვერვინ გაექცევა შემოდგომის თილისმას!

ნინო მღებრიშვილი
24 ოქტომბერი 2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →