შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

*** (შენგან ნასროლი ტალახის)

შენგან ნასროლი ტალახის,
წვეთიც კი არა მცხებია,
რადგან ჩემს გზაზე ლამაზი,
ცისფერი მწვერვალებია!

მზისკენ მივფრინავ მარხილში
შებმული მუზის რაშებით,
ვერ დამეწევი, რაც უნდა
მსდიო ყვავილთა ფარჩებით.

გზას სიყვარული მინათებს,
ცაში ვარსკვლავნი მელიან,
შენგან ნასროლი ტალახის,
წვეთიც კი არა მცხებია!

ნინო მღებრიშვილი
12 იანვარი 2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →