ჩანაწერი
Laravel
იქ დედამიწა ქართულად მღერის
ცაში მივდივარ, თანამგზავრს ვეძებ,
მინდა ვარსკვლავეთს სტუმრად ვეწვიო,
ვუამბო მწვერვალთ თოვლიან გზებზე
და ზეცის ცისფერ კალთას ვემთხვიო.
ვარსკვლავთ ციმციმი მძივად ავკინძო,
გულს დავიბნიო, გულში ჩავიკრა,
სიცოცხლე კიდევ ერთხელ ვადიდო,
– "იქ რა გინდაო", არა, არ მითხრა...
მარსზე მივდივარ, თანამგზავრს ვეძებ,
იქ დედამიწა ქართულად მღერის,
მარსს წავუკითხავ ტრფიალის ლექსებს,
არ წამომყვები?
ნინო მღებრიშვილი
24 იანვარი 2022
მინდა ვარსკვლავეთს სტუმრად ვეწვიო,
ვუამბო მწვერვალთ თოვლიან გზებზე
და ზეცის ცისფერ კალთას ვემთხვიო.
ვარსკვლავთ ციმციმი მძივად ავკინძო,
გულს დავიბნიო, გულში ჩავიკრა,
სიცოცხლე კიდევ ერთხელ ვადიდო,
– "იქ რა გინდაო", არა, არ მითხრა...
მარსზე მივდივარ, თანამგზავრს ვეძებ,
იქ დედამიწა ქართულად მღერის,
მარსს წავუკითხავ ტრფიალის ლექსებს,
არ წამომყვები?
ნინო მღებრიშვილი
24 იანვარი 2022
Laravel
კომენტარი
0