შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ იტირო, საქართველო!

სამშობლოსთვის გარდაცვლილნი,
მოჰყავთ გმირნი, სასახელო,
გმირები ხომ არ კვდებიან,
არ იტირო, საქართველო!

იამაყე ამ ბიჭებით,
სისხლი შენთვის დაუღვრიათ,
და სიცოცხლე სამსხვერპლოზე
წმინდა სანთლად აუნთიათ.

დედის ცრემლი გულს გეღვრება,
შვილები გყავს, სანაქებო,
ცრემლი არვის დაანახვო,
არ იტირო, საქართველო!

მტერი გულღრძო და ვერაგი
ვერასოდეს დაგიმონებს,
მჯერა ჩემი საქართველო,
მხოლოდ გმირებს დაუჩოქებს!

ნინო მღებრიშვილი
24 მარტი 2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →