ჩანაწერი
Laravel
ჩრდილი
ის მე ჩუმად უკან დამდევს,
მუდამ შავი აცვია,
ხან ტაატით მომყვება და
ხანაც ჩემზე სწრაფია.
მითვალთვალებს… იცის ყველა
საიდუმლო, ნაბიჯი…
მივდივარ და თან მომყვება,
ერთი წუთით არ იცდის.
ვერ ვიშორებ, ვერ გავიგე
რა უნდა და რას წვალობს,
იქნებ ცდილობს ცხოვრების გზის
ჩუმად გავლა მასწავლოს.
ის მე მუდამ უკან დამდევს,
მუდამ შავი აცვია,
თუ ვინმეს გსურთ, წაიყვანეთ,
მე არაფრად მარგია.
ნინო მღებრიშვილი
12 ოქტომბერი 2023
მუდამ შავი აცვია,
ხან ტაატით მომყვება და
ხანაც ჩემზე სწრაფია.
მითვალთვალებს… იცის ყველა
საიდუმლო, ნაბიჯი…
მივდივარ და თან მომყვება,
ერთი წუთით არ იცდის.
ვერ ვიშორებ, ვერ გავიგე
რა უნდა და რას წვალობს,
იქნებ ცდილობს ცხოვრების გზის
ჩუმად გავლა მასწავლოს.
ის მე მუდამ უკან დამდევს,
მუდამ შავი აცვია,
თუ ვინმეს გსურთ, წაიყვანეთ,
მე არაფრად მარგია.
ნინო მღებრიშვილი
12 ოქტომბერი 2023
Laravel
კომენტარი
0