შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენს დანახვაზე

შენს დანახვაზე გული ისე ძლიერად ფეთქავს,
რომ ჩემს ძარღვებში ჭაბუკური ცეცხლი ინთება,
ისე მიყვარხარ, როგორც არვინ, არსად, არასდროს,
ეს ის გრძნობაა, ხმამაღლა რომ ვერ, არ ითქმება.

თუკი სხვისი ხარ, ჩემს გულს ასე რატომ სტანჯავ და,
შენი ხატება ყველგან ჩუმად რატომ დამყვება,
ისე წრფელი ხარ, ისე ნაზი, ისე ლამაზი,
არ შემიძლია, რა ვქნა, შენი გადაყვარება...

რა ვუყო იმ ცრემლს, უსიტყვოდ რომ გულში მეღვრება,
დაგინახავ და ჭაბუკური ცეცხლით ვინთები,
უძვირფასესო, ხვალაც ალბათ შეგხვდები სადმე,
შენ დაგტრიალებს, შენზე დარდობს ჩემი ფიქრები.

ნინო მღებრიშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →