შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

***(წუხელ სიზმრად)

წუხელ სიზმრად საქართველოს
ვესაუბრე დიდხანს… დიდხანს,
ცრემლმომდგარმა გასაჭირი
არ დამალა, ჩუმად მითხრა.

მისმა ცრემლმა დამამწუხრა,
გულში წვეთ - წვეთ გაიარა,
სამშობლო ხომ ქვეყანაზე
ერთია და ბევრი არა.

მისი წყლულის სამკურნალოდ
გავეშურე, ია ვკრიფე,
გზად შემხვედრი ქართველები
მარცვალ - მარცვალ წამოვკრიფე.

მოვიარე დედამიწა, არ დავტოვე
კუთხე, მხარე,
დავაბრუნე ქართველები,
საქართველო გავახარე.

წუხელ სიზმრად ჩვენს სამშობლოს
ვესაუბრე, მოვეფერე,
დედასავით მოვუარე
ქართველობა შევიფერე.

ნინო მღებრიშვილი
11 აპრილი 2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →