შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

*** (ვიღაცას მზისკენ უვლია თოვლში)

ვიღაცას მზისკენ უვლია თოვლში,
მის ნაფეხურებს მივყვები უხმოდ,
გულში ბავშვობა დარბის და ცელქობს,
"არ წახვიდეო" - დედის ხმა მიხმობს.

ის მზეს ეძებდა, მე კი - ნაირმალს,
ირმის ნაკვალევს ვეძებდი თოვლში,
მე ვერ ვიპოვე... მან კი... ვინ იცის,
მას გაუმართლა ნეტავ ჩვენ ორში?
ვიღაცას მზისკენ უვლია თოვლში...

ნინო მღებრიშვილი
29 იანვარი 2024
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →