შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

*** (ძველისა და ახალი წლის გასაყარზე)

***
ძველისა და ახალი წლის გასაყარზე,
მომდის ცრემლი, ამ გულიდან წამოსული,
დაე, ქვეყნად სხვა არავინ აღარ იყოს
მოწყენილი, ემიგრანტი, მარტოსული...

გულო, რატომ სევდიანობ, რაზე დარდობ,
რა გატირებს, ნეტავ რა გაქვს სავალალო?
იქნებ ცდილობ, წყენა, დარდი, ცრემლები და
შენი უღვთო მარტოობა ძველ წელს უკან გაატანო...

ნინო მღებრიშვილი
31 დეკემბერი 2023
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →