ჩანაწერი
Laravel
მოვა...
როგორ მენატრები შენ და…
როგორ მენატრება თოვა,
გული დაუღლია ლოდინს,
ვიღაც ჩამჩურჩულებს: “მოვა”
ჩემთან შავთვალება ღამე
თავის საიდუმლოს ამხელს,
შენთან ცისკარია, დილა
თვალებს, - ნამძინარევს ახელს.
როგორ მენატრები შენ და
როგორ მენატრება თოვა,
“აქ თუ ღამეა და იქ დღე,
მოვა? აბა, როგორ მოვა…”
ფიქრში დანავარდობს ეჭვი,
კარზე მომდგარია შობა,
“გწამდეს, ამ ჯადოსნურ ღამეს,
ისიც თოვლთან ერთად მოვა!”
ნინო მღებრიშვილი
24 დეკემბერი 2023
როგორ მენატრება თოვა,
გული დაუღლია ლოდინს,
ვიღაც ჩამჩურჩულებს: “მოვა”
ჩემთან შავთვალება ღამე
თავის საიდუმლოს ამხელს,
შენთან ცისკარია, დილა
თვალებს, - ნამძინარევს ახელს.
როგორ მენატრები შენ და
როგორ მენატრება თოვა,
“აქ თუ ღამეა და იქ დღე,
მოვა? აბა, როგორ მოვა…”
ფიქრში დანავარდობს ეჭვი,
კარზე მომდგარია შობა,
“გწამდეს, ამ ჯადოსნურ ღამეს,
ისიც თოვლთან ერთად მოვა!”
ნინო მღებრიშვილი
24 დეკემბერი 2023
Laravel
კომენტარი
0