შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პატარა გოგოს ნატვრა

ნეტა გიჟდებოდეს ჩემზე,
ნეტა მნატრულობდეს მარად,
ნეტა თან დასდევდეს ჩქერზე
ჩემი მოფრიალე კაბა.

ნეტა ჩემთვის ჰკრეფდეს ვარდებს,
წითლებს, სურნელოვანს, ბაღში,
ნეტა სიყვარულზე დარდებს
ჩუმად იქარვებდეს სახლში.

ნეტა ჩემს სარკმლის წინ იდგეს,
ალი ციალებდეს თასში,
მერე მის სიმღერებს იმღერს
ყველა მომღერალი ხალხში.

ნეტა მიმახატოს ცაზე,
მისი სიყვარულის ფუნჯმა,
ნეტა ყვავილებით სავსე
გზაზე გადამიდგეს ურჩად…

ნეტა მნატრულობდეს მარად,
ნეტა გიჟდებოდეს ჩემზე,
ჩემი მოფრიალე კაბა,
ნეტა მოელანდოს ჩქერზე!

ნინო მღებრიშვილი
3 აგვისტო 2025
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →