ჩანაწერი
Laravel
ქრიზანთემისფერი
შემოდგომის ბილიკებზე
ლაღად დანავარდობს შველი,
ხეებს ფერი შეუცვლიათ,
თითქოს... ქრიზანთემისფერით.
გზაზე გოგო მოციმციმებს,
გოგო – ვარსკვლავივით მშვენი,
და ფრიალებს მისი კაბა,
კაბა – ქრიზანთემისფერი.
მაღლა ჩიტი ჭიკჭიკებს და
ცაში დაწკრიალებს ხმები,
ჩიტი არის პაწია და,
ჩიტი – ქრიზანთემისფერი!
მალე ღვინოც დაღვინდება,
მაჭარს გაჰქცევია ქვევრი,
სიყვარულს ფერი უცვლია,
ჰშვენის ქრიზანთემისფერი...
ჩემს ეზოში ვარდი ჰყვავის,
საუცხოო, სურნელმფრქვევი,
მინდა გიძღვნა მშვენიერი
ვარდი, – ქრიზანთემისფერი!
შემოდგომის ბილიკებზე
ლაღად დანავარდობს შველი!
და ეს ლექსიც შენი იყოს,
ლექსი, - ქრიზანთემისფერი!
ნინო მღებრიშვილი
18 სექტემბერი 2021
ლაღად დანავარდობს შველი,
ხეებს ფერი შეუცვლიათ,
თითქოს... ქრიზანთემისფერით.
გზაზე გოგო მოციმციმებს,
გოგო – ვარსკვლავივით მშვენი,
და ფრიალებს მისი კაბა,
კაბა – ქრიზანთემისფერი.
მაღლა ჩიტი ჭიკჭიკებს და
ცაში დაწკრიალებს ხმები,
ჩიტი არის პაწია და,
ჩიტი – ქრიზანთემისფერი!
მალე ღვინოც დაღვინდება,
მაჭარს გაჰქცევია ქვევრი,
სიყვარულს ფერი უცვლია,
ჰშვენის ქრიზანთემისფერი...
ჩემს ეზოში ვარდი ჰყვავის,
საუცხოო, სურნელმფრქვევი,
მინდა გიძღვნა მშვენიერი
ვარდი, – ქრიზანთემისფერი!
შემოდგომის ბილიკებზე
ლაღად დანავარდობს შველი!
და ეს ლექსიც შენი იყოს,
ლექსი, - ქრიზანთემისფერი!
ნინო მღებრიშვილი
18 სექტემბერი 2021
Laravel
კომენტარი
0