შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მეეზოვე ვარ...

მეეზოვე ვარ, შემოდგომის
ფოთლებს ვაგროვებ,
სულ შენ დაგეძებ, გევედრები,
ნუ მიმატოვებ!

მეეზოვე ვარ, გაზაფხულზე
ყვავილებს ვხვეტავ,
და კიდევ ერთხელ შენს დანახვას
ფიქრებში ვბედავ.

მეეზოვე ვარ, სიყვარულებს
ვაგროვებ ცოცხით,
შენ კი წვიმაში დასეირნობ
ლამაზი ქოლგით.

დაგეძებ, სულში ჩამომაჭკნა
ლოდინის წლები.
და შემოდგომის ფერებს მოჰგავს
ფიქრები ჩემი.

მომძებნე...
შენთვის მიკრეფია ბოლო ვარდები,
მეეზოვე ვარ! აბა როგორ
შეგიყვარდები!

ნინო მღებრიშვილი
26 სექტემბერი 2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →