შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქარი

ქარის ჩურჩულს ყურს თუ დაუგდებ
იქნებ გაიგო ჩუმად რას ყვება,
იქნებ რა იცის...
იქნებ რა ნახა...
იქნებ რამხელა დარდი დაჰყვება.

იცვლის დღეებს და იცვლის ადგილებს
ქვეყნად ვერ ნახა თავისი ბუდე
ხან ბრაზიანი ხანაც წყნარია
ის ამბავს ყვება, შენ ყური უგდე...

და მაინც შენ თუ კარი მოხურე,
მისი სათქმელი შენ ვერ გაიგე
თუ სევდიანი დრო მოგიტანა
"ქარის მოტანილს ქარი წაიღებს."
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →