ჩანაწერი
Laravel
ფიქრები ღამე
გუშინ მომტაცეს ფიქრებმა ღამე
მხოლოდ გვეღვიძა მე შენ და მთვარეს
თუმცა არ ვიცი ეხლა სადა ხარ
ჩემს ფიქრებში კი მუდამ მზადა ხარ
მზად ხარ დაძლიო გრძელი დუმილი
ჩუმად გამანდო შენი სურვილი
მზად ხარ რომ მაგრად ჩამკიდო ხელი
თვალზე შემაშრო მომდგარი ცრემლი
მზად ხარ სიყვარულს გაუღო კარი
გამიფერადო ყოველი წამი
მზად ხარ დაღლილი ჩამიკრა გულში
და ჩამჩურჩულო ღიმილით ყურში
ეხლა ჩემთან ხარ არსად გაგიშვებ
თუ გამექცევი მაინც დაგიჭერ
რაც დრო დავკარგეთ ისიც გვეყოფა
დუმილს ეყოფა ჩვენზე მეფობა
მერე ხელს მომხვევ თან ისე მაგრად
მთელი სხეულით დავიწყებ კანკალს
სუნთქვას შევიკრავ დავხუჭავ თვალებს
დროს გავაჩერებ გავყინავ წამებს
ამასობაში გარეთ გათენდა
მზე თურმე უკვე თვალებს ახელდა
ეს ღამეც ასე ფიქრში გავიდა
და რომ გათენდეს მაინც არ მინდა.
მხოლოდ გვეღვიძა მე შენ და მთვარეს
თუმცა არ ვიცი ეხლა სადა ხარ
ჩემს ფიქრებში კი მუდამ მზადა ხარ
მზად ხარ დაძლიო გრძელი დუმილი
ჩუმად გამანდო შენი სურვილი
მზად ხარ რომ მაგრად ჩამკიდო ხელი
თვალზე შემაშრო მომდგარი ცრემლი
მზად ხარ სიყვარულს გაუღო კარი
გამიფერადო ყოველი წამი
მზად ხარ დაღლილი ჩამიკრა გულში
და ჩამჩურჩულო ღიმილით ყურში
ეხლა ჩემთან ხარ არსად გაგიშვებ
თუ გამექცევი მაინც დაგიჭერ
რაც დრო დავკარგეთ ისიც გვეყოფა
დუმილს ეყოფა ჩვენზე მეფობა
მერე ხელს მომხვევ თან ისე მაგრად
მთელი სხეულით დავიწყებ კანკალს
სუნთქვას შევიკრავ დავხუჭავ თვალებს
დროს გავაჩერებ გავყინავ წამებს
ამასობაში გარეთ გათენდა
მზე თურმე უკვე თვალებს ახელდა
ეს ღამეც ასე ფიქრში გავიდა
და რომ გათენდეს მაინც არ მინდა.
Laravel
კომენტარი
0