შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვერლიბრი

ჩამჯდარა ღმერთი,
შენს უბეში,
შენს სხეულში,
კუთხე- კუნჭულში,
ძვალსა და რბილში,
ფიქრში და აზრში,
ღიმილში ხმაში,
ნაბიჯებში და თვით სიტყვებში...
და გედავება შენ წილ სივრცეს
მდუმარებითა,
მოთმინებითა,
შუბლით და ძარღვით...
და როგორ გინდა?-
არ უსმინო,
უკუაგდო,
როცა იცი, რომ
ის ყველგან იყო,
სადაც გინდოდა,
სადაც ნატრობდი,
იმ დროს,
იმდენჯერ,
რამდენჯერაც,
თავი იგრძენი ადამიანად.

ნ, ხოტივარი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →