შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

არ ვიცი ...

***

არ ვიცი, სად ხარ...
სად შეჩერდი... სად გააგრძელე...
ვინ შემოგწყრა და ვინ, სულგრძელად რა გაპატია...
გადაუქროლეს შიშველ ხეებს თავზე ღრუბლებმა,
ქროლვა დღეების ანარეკლის ჩანახატია.
ჩიტების გუნდი მიაშურებს სამხრეთს წყურვილით,
ცაზე ალმასმა ნისლიანი სივრცე დახია,
არ ვიცი, სად ხარ...
სად შეჩერდი... სად გააგრძელე...
წვიმის გუბეში ჩავარდნილი
მთვარე ანთია...
💗

ნ. ხოტივარი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →