შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დეპრესიის დროს...

ადამიანებს დეპრესიის დროს სჭირდებათ დახმარება.
ისინი უნდა ააყენო ძალით საწოლიდან.
აიძულო რომ იბანავონ.
მერე ყავა დალიონ
და მხოლოდ ერთი წამით ჩაიხედონ სარკეში.
ყალბად გაუღიმონ საკუთარ თავს, რადგან ამ დროს მათ არ შეუძლიათ გულით გაღიმება
რადგან ამ დროს გულით გაღიმებას ცრემლები მოსდევს...
ყალბად გაიღიმონ და დაპირდნენ ოთახში ყველა ნივთს,
კარის ჭუჭრუტანებს,
ფანჯრიდან შემოპარულ მზის სხივებს,
ქუჩიდან შემოსულ ხმაურს,
სარკიდან მომღიმარ მეგობრებს,
ისტერიის დროს ნახევრად ჩამოგლეჯილ ფარდებს,
მოპირკეთებულ ზარდახშებს,
თვალის კონტურებს,
ბორდოსფერ ტუჩსაცხებს და საკუთარ გამოსახულებებს,
რომ ყველაფერი გაივლის მალე.
ყველაფერი გაივლის სწრაფად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →